Sunday, October 12, 2008

სკოლა, რომელიც უყვართ და ენდობიან!

1. თბილისის N155 საჯარო სკოლა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სამსაფეხურიან სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას და დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ახორციელებს ერთიან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას.
2. თბილისის N155 საჯარო სკოლა უსაფრთხო ადგილია ბავშვებისათვის, სადაც დამ კვიდრებულია ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის ატმოსფერო. სკოლაში - უფროსი მოსწავლეები ზრუნავენ უმცროსებზე, პატივს ცემენ ერთმანეთის შეხედულებებს და გადაწყვეტილებებს იღებენ დიალოგისა და კომპრომისის გზით.
3. N155 საჯარო სკოლის წესდება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კანონს “ზოგადი განათლების შესახებ “ (2005 წ. VI), საჯარო სკოლის წესდებას და სხვა აქტებს.
4. N155 საჯარო სკოლის მიზანია მოსწავლეთათვის აქტიური მოქალაქისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა, მათში კრიტიკული აზროვნების განვითარება, სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
5 .სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
6 თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივებით.
7. სკოლის ბიუჯეტის გათვალისწინებით კლასი, რომელშიც 25 მოსწავლეზე მეტია, შეიძლება გაიყოს უცხო ენაში, ხოლო 30 მოსწავლეზე მეტის შემთხვევაში _ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში.
8. სკოლაში ინგლისური ენისა და მათემატიკის სწავლება მიმდინარეობს გაღრმავებულად, ხოლო გერმანული ენის სწავლების საკითხი განიხილება და გადაწყდება კანონის შესაბამისად.

155-ე საჯაროს სკოლა გამოირჩევა მაღალი სწავლების ხასისხით, დისიპლინით. მაღალკვალიფიციური პედაგოგები მოსწავლეეს აძლევენ ყველა პირობა იმისას, რომ მიიღონ საფუძვლიანი განათლება. და არა მარტო განათლება, არამედ სულიერი ღირებულებები.

სკოლის ცხოვრება ძალინ მრავალფეროვანია. თავის გაკვეთილებით, ღონისძიებებით. მასწავლებელბი და მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ . სკოლა გამორჩევა თავის აქტიურობით, მონაწილეობას ღებულობს პროექტებში, წარმატებულად. და არა მარტო ამ მხრივ :)
სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე: ვოკალი, ფორტეპიანო, ქართული ხალხური სიმღერა, ქართული ხალხური ცეკვები, ლათინო-ამერიკული ცეკვები, ქართული საბრძოლო ხელოვნება.
სკოლის მიერ განხორციელებული პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი




155-ე სკოლამ გაიარა GEARN ტრენინგები, რისთვისაც მადლობას ვუხდით პროგრამის კოორდინატორებს და ტერენერებს.


სკოლის ფოტოგალერეა




თბილისის N155 საჯარო სკოლა